ანუ ნაამბობი ბაბუინზე!
Mე დღეს ტარაკანა გავსრისე!
დილას ადრე ავდექი, მოსაფმელად გავემართე და დავინახე ყავისფერი, მოგრძო არსება, იატაკზე რომ მილასლასებდა… ნელი ნაბიჯი ჰქოდნა, ეტყობოდა დაღლილი იყო.
მეც არც ვაციე, არც ვაცხელე დავადგი ფეხი და… ტარაკანა გავსრისე! გავსრისე და წერტილი დავუსვი მის მტანჯველ ყოფას, ოთახიდან ოთახში რომ დაძვრებოდა და საკვებს ეძებდა! დავუსვი წერტილი უბედური მწერის ბედკრულ ცხოვრებას, შვილებისთვის რომ უნდა ეზიდა ნამცეცები და გამოეკვება…
ტარაკანა მშირერი ცხრა დღე ძლებს, ასეა ნათქვამი საერთოდ… ცხრა დღის შემდეგ, მისი შვილებიც ჰომ დაიღუპებიან?! საწყალა პატარა ტარაკნები, ბუდეში რომ ელიან დედის გამოჩენას, რომელსაც პირში ნამცეცი უდევს მათ გამოსაკვებად!
ეს რა ჩავიდინე?! როგორ დავეცი ასე მე არარაობა! მკვლელი ვარ… მკვლელი!!!!
Posted in დიდი ნაღვაწი! | 2 Comments »
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ნისლიანი ტბა სადაც ბევრი დიდძუძუებიანი ქალი იყრიდა თავს და ეძლეოდა ნეტარებას.
ერთ დღესაც ამ ტბასთან გაეროს დამკვირვებლები მოხვდნენ და შეშფოთება გამოხატეს აღნიშნული ფაქტის გამო.
შემდგომში იხილა რა შალვა ნათელაშვილმა ეს, უმალ გაასაჩივრა სტრასბურგში აღნიშნული ფაქტი.
სტრასბურგში კვლავ შეშფოთება გამოთქვეს და დაგმეს ნისლიანი ტბა!
დიდძუძუებიანი ქალები დამწუხრებულნი ადევნებდნენ ამ ყველაფერს თვალს, თუმცა ნეტარებას არ წყვეტდნენ.
გადიოდა დღეები, კვირეები, თვეები წლები…
ნისლი იწვა ტბის თავზე, დიდძუძუებიანი ქალები ნეტარებას ეძლეოდნენ, სტრასბურგსა და გაეროში შეშფოთებას გამოთქვამდნენ, შალვა ასაჩივრებდა, ბოზები ბოზობდნენ, ქურდები ქურდობდნენ, მკვლელები კლავდნენ…
ჩვენ კი ვიდექით ჯომოლუნგმას თავზე და ველოდით მზის ამოსვლას, რათა მას გაენათებინა ჩვენი ფალოსები და დაეშრო ტბა გარყვნილებისა და ამორალობისა
Posted in დიდი ნაღვაწი! | 2 Comments »