Mე დღეს ტარაკანა გავსრისე!
დილას ადრე ავდექი, მოსაფმელად გავემართე და დავინახე ყავისფერი, მოგრძო არსება, იატაკზე რომ მილასლასებდა… ნელი ნაბიჯი ჰქოდნა, ეტყობოდა დაღლილი იყო.
მეც არც ვაციე, არც ვაცხელე დავადგი ფეხი და… ტარაკანა გავსრისე! გავსრისე და წერტილი დავუსვი მის მტანჯველ ყოფას, ოთახიდან ოთახში რომ დაძვრებოდა და საკვებს ეძებდა! დავუსვი წერტილი უბედური მწერის ბედკრულ ცხოვრებას, შვილებისთვის რომ უნდა ეზიდა ნამცეცები და გამოეკვება…
ტარაკანა მშირერი ცხრა დღე ძლებს, ასეა ნათქვამი საერთოდ… ცხრა დღის შემდეგ, მისი შვილებიც ჰომ დაიღუპებიან?! საწყალა პატარა ტარაკნები, ბუდეში რომ ელიან დედის გამოჩენას, რომელსაც პირში ნამცეცი უდევს მათ გამოსაკვებად!
ეს რა ჩავიდინე?! როგორ დავეცი ასე მე არარაობა! მკვლელი ვარ… მკვლელი!!!!
მკვლელი ვარ!
April 13, 2009 by gegius
არ მაძლევს მოსვენებას ტარაკნის ფანტომი.. ძუძუები მიცახცახებს!
განვედ მკვლელო უგნურო!